Peanut Store-ის ისტორია იწყება პანდემიის პერიოდში, როდესაც ცხოვრების ახალმა პირობებმა გვიბიძგა ახალი წამოწყებისკენ. ყველაფერი დაიწყო არაქისის კარაქის იდეით, რომელიც სრულიად ნატურალური და მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით მზადდებოდა. ჩვენი პროდუქტების პოპულარობამ სწრაფად მოიგო მომხმარებელთა გულები, რამაც მიგვანიშნა, რომ შეიძლებოდა ეს იდეა უფრო დიდ მასშტაბზე განგვეხორციელებინა.
Peanut Store-ი ეფუძნება ერთ პრინციპს – ჩვენი პროდუქცია იყოს ყოველთვის სუფთა და 100% ნატურალური. ჩვენი გუნდის სიყვარული და ერთგულება ამ საქმეში იჩენს თავს თითოეულ კოვზში, რაც გვაძლევს მოტივაციას შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხის პროდუქტები. ჩვენი საქმიანობა გულისხმობს მხოლოდ ყველაზე მაღალი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენებას, რათა თითოეული მომხმარებელმა იგრძნოს, რომ ვუთმობთ განსაკუთრებულ ყურადღებას თითოეულ დეტალს.
ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი მომხმარებლების გულები მოვიგოთ ჩვენი უნიკალური და გემრიელი პროდუქტებით. ჩვენი მისიაა, რომ Peanut Store-ი იყოს ნამდვილი ოჯახური ბიზნესი, რომელიც იზრდება და ვითარდება მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი უგემრიელესი კარაქი იქნება არა მხოლოდ სასარგებლო და ნოყიერი, არამედ ჯანსაღი არჩევანი თქვენი ოჯახისთვის.
სიხარულით გიზიარებთ ჩვენი მომხმარებლის გამოხმაურებას, ყველაზე მეტად გვახარებს ბედნიერი მომხმარებელი. ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია თქვენი შეფასების მოსმენა!
საქართველოში მზადდება, მცირე საწარმოში, სადაც დანერგილია HACCP შიდა სტანდარტი. ჩვენი პროდუქტი 100 % ნატურალურია, არ შეიცავს არანაირ დანამატებს, კონსერვანტებს და ემულგატორებს. დამზადების თარიღი ემთხვევა შეკვეთის თარიღს, ჩვენ დიდ მარაგებს არ ვიტოვებთ და მომხმარებელს ყოველთვის ვაწოდებთ ახლადდამზადებულ პროდუქტს.
არანაირი დანამატი არ აქვს, არც მარილი, არც შაქარი, არც თაფლი, კონსერვანტებზე და ზეთებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
არაქისის კარაქი:
ნუში:
დიახ, ჩვენი პროდუქტი სამარხვოა.
დამზადების თარიღი ემთხვევა შეკვეთის თარიღს. არ შეიცავს არანაირ დანამატს და 100 % ნატურალურია. ვარგისია გახსნიდან 3 თვის მანძილზე ოთახის ტემპერატურაზე, 7 თვე მაცივარში.
დიაბეტიანებისთვის არაქისი სასარგებლოა. აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი და შეიცავს მაგნიუმს. მოხმარების ოპტიმალური რაოდენობა არის 30-60 გრამი დღეში. ნუში მდიდარია გულისთვის სასარგებლო ცხიმებით და ბოჭკოებით, რაც ხელს უწყობს სისხლში შაქრის ბალანსის შენარჩუნებას.
ნუში ბავშვის კვების რაციონში შეგიძლიათ მაშინვე შეიტანოთ, როცა ის მზად იქნება მყარი საკვების მისართმევად, რაც, ძირითადად, 6 თვის ასაკში ხდება.
მოწოდების დრო 3-5 დღეა, საკურიეროს ფასი 10 ლარი.
თბილისში შეკვეთიდან მეორე დღეს გარდა კვირა დღისა, როცა საკურიერო ისვენებს. რეგიონებში მიწოდების დრო 3-5 დღე.
ძირითადად ორი ზომაა, 500 გრამიანი და 250 გრამიანი. გვაქვს 1000 გრამიანებიც.