მარხვის დროს ბევრს გვიჭირს ძალის შენარჩუნება, დანაყრება და ცილის მიღება, რადგან ცხოველური პროდუქტები ამ პერიოდში იკრძალება.
მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა შენს მენიუში ჩნდება სამი ნატურალური გმირი:
არაქისის კარაქი, ნუშის კარაქი და ქეშიუს კარაქი.
ეს სამივე კარაქი 100% ნატურალურია, დამზადებულია მხოლოდ თხილეულისგან და არ შეიცავს არც შაქარს, არც პალმის ზეთს, არც დანამატებს.
მხოლოდ სუფთა ენერგია და მაღალი ხარისხის ცილა — რაც მარხვაში იშვიათად გვხვდება.
არაქისის კარაქი ყველაზე მაღალი ცილით გამოირჩევა — თითქმის 25-30 გრამამდე ცილა 100 გრამ პროდუქტში.
ნუშის კარაქი მეორე ადგილზეა — დაახლოებით 21–25 გრამი ცილა, პლუს ვიტამინი E და მაგნიუმი.
კეშიუს კარაქი კი ოქროს შუალედია — რბილი გემოთი, მსუბუქი ტექსტურით და ~18–20 გ ცილით.
შეუდარებელია მათთვის, ვინც მარხვას იცავს, მაგრამ არც ენერგიის დეფიციტი უნდა და არც სისუსტე.
💡გემრიელი სამარხვო რეცეპტები:
🥣 1. სამარხვო შვრიის ფაფა ჩვენი კარაქით და ხილით
ინგრედიენტები:
-
½ ჭიქა შვრია
-
1 ჭიქა ნუშის ან ქოქოსის რძე (უშაქრო)
-
1 ს.კ. არაქისის, ნუშის ან ქეშიუს კარაქი
-
დაჭრილი ბანანი, კენკრა ან ვაშლი
მომზადება:
შვრია და რძე აადუღე, როცა გასქელდება – ჩაამატე კარაქი და აურიე. ზემოდან მოაყარე ხილი.
🥪 2. სამარხვო ტოსტი კარაქით და ვაშლით
ინგრედიენტები:
-
პური (სამარხვო)
-
1 ს.კ. ნუშის, ქეშიუს ან არაქისის კარაქი
-
თხლად დაჭრილი ვაშლი
-
დარიჩინი სურვილისამებრ
მომზადება:
გააცხელე პური ტოსტერში, წაუსვი კარაქი, დაალაგე ვაშლის თხელი ფენები და მოაყარე დარიჩინი.
🥤 3. ენერგეტიკული ბურთულები
ინგრედიენტები:
-
1 ჭიქა შვრია
-
½ ჭიქა ქეშიუს, არაქისის ან ნუშის კარაქი
-
2 ს.კ. სელის ან ჩიას თესლი
-
1 ს.კ. თაფლი ან ხურმის პასტა (სურვილისამებრ)
-
ცოტაოდენი წყალი ან ქოქოსის რძე
მომზადება:
აურიე ყველაფერი, შექმენი ბურთულები და შედე მაცივარში 20–30 წუთით.