არაქისი 500გ & ნუში 500გ

45.00 ₾65.00 ₾
ხრაშუნა ტექსტურა "Crunchy"
100% ნუში
100% არაქისი
დანამატების გარეშე

არაქისის კარაქი გამოირჩევა ინტენსიური გემოთი და ოდნავ ხრაშუნა ტექსტურით. ის მზადდება მხოლოდ მოხალული არაქისისგან და არ შეიცავს შაქარს, ზეთსა თუ კონსერვანტებს. ცილებით, ომეგა-6 ცხიმებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი არაქისის კარაქი შესანიშნავი ენერგიის წყაროა ყოველდღიური სნექისთვის, განსაკუთრებით აქტიური ცხოვრების სტილის მქონეთათვის.

ნუშის კარაქი  სქელი ტექსტურით და სუფთა გემოთი გამოირჩევა. დამზადებულია 100%-ით ნატურალური ნუშისგან, ის იდეალურია როგორც ტოსტზე წასასმელად, ისე სმუზებში დასამატებლად. შეიცავს E ვიტამინს, ჯანსაღ ცხიმებსა და არ შეიცავს არანაირ დანამატს. ნუშის კარაქი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც უყვარს მარტივი, გემრიელი და სუფთა პროდუქტები.

არაქისის კარაქის შემადგენლობა (100გ):

  • ცილა – 25.81 გ
  • ცხიმი – 55.6 გ
  • ნახშირწყლები – 8.6 გ
  • მარილი – 0.1 გ
  • შაქარი – 4.0 გ
  • გაჯერებული ცხიმოვანი მჟავები – 10.61 გ

ნუშის კარაქის შემადგენლობა (100გ):

  • ცილა – 25.81 გ
  • ცხიმი – 55.6 გ
  • ნახშირწყლები – 8.6 გ
  • მარილი – 0.1 გ
  • შაქარი – 4.0 გ
  • გაჯერებული ცხიმოვანი მჟავები – 10.61 გ

შენახვის პირობები:შეინახეთ მზის სხივებისგან დაცულ, მშრალ და გრილ ადგილასვარგისიანობა: 6 თვე; გახსნის შემდეგ – 3 თვე

[{"variant_id":"51678011523390" , "metafield_value":""}]

ხშირად დასმული კითხვები

იპოვეთ პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ.

ჩვენი ყველა პროდუქტი 100%-ით ნატურალურია. შემადგენლობაში არ ვიყენებთ შაქარს, მარილს, ზეთსა თუ სხვა დანამატებს.

თითოეული ქილა მზადდება უშუალოდ შეკვეთის შემდეგ, რაც გარანტიას გაძლევთ, რომ პროდუქტი ყოველთვის უახლესია.

შეკვეთა იგზავნება მომდევნო სამუშაო დღეს (კვირის გარდა). დატვირთულობიდან გამომდინარე, მიწოდებას შესაძლოა 1-2 სამუშაო დღე დასჭირდეს, ხოლო რეგიონებში 3-5 დღე.

ტარიფები:

თბილისი — 6 ლარი

რეგიონები — 10 ლარი.

შეკვეთა შეგიძლიათ გააფორმოთ ჩვენს ვებგვერდზე, ეს არის ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო გზა.

გადახდის მეთოდები:

  • ონლაინ: ნებისმიერი საბანკო ბარათით;
  • გადმორიცხვით: ამ შემთხვევაშ მოგვწერეთ პირადად
  • ადგილზე: ნაღდი ანგარიშსწორებით კურიერთან (მონიშნეთ შესაბამისი ველი შეკვეთისას).

თუ პროდუქტი ახლავე გჭირდებათ, შეგიძლიათ ისარგებლოთ Wolt-ის აპლიკაციით.

გაითვალისწინეთ: ვოლტზე ნაშთები შეზღუდულია. თუ სასურველი პროდუქტი იქ არ დაგხვდებათ, გააფორმეთ შეკვეთა ჩვენს ვებგვერდზე და მას მომდევნო სამუშაო დღესვე გამოგიგზავნით.