1+1 არაქისის კარაქი
მხოლოდ არაქისი, პირდაპირ ქილიდან — სქელი, სუფთა და ნამდვილი. ამ ქილაში 100% მოხალული არაქისია და არაფერი ზედმეტი: არავითარი შაქარი, ზეთი ან დანამატები. ხრაშუნა ტექსტურა და სქელი მასა იდეალურად მიდის ტოსტთან, ხილთან ან პირდაპირ კოვზით.
-
მხოლოდ ერთი ინგრედიენტი — არაქისი
-
სქელი და ქრანჩი ტექსტურა
-
დამატკბობლებებისა და ზეთის გარეშე
-
ცილებით მდიდარი, ვეგანური არჩევანი
-
გემრიელი, ჯანსაღი სნექი
ხშირად დასმული კითხვები
იპოვეთ პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ.
ჩვენი ყველა პროდუქტი 100%-ით ნატურალურია. შემადგენლობაში არ ვიყენებთ შაქარს, მარილს, ზეთსა თუ სხვა დანამატებს.
თითოეული ქილა მზადდება უშუალოდ შეკვეთის შემდეგ, რაც გარანტიას გაძლევთ, რომ პროდუქტი ყოველთვის უახლესია.
შეკვეთა იგზავნება მომდევნო სამუშაო დღეს (კვირის გარდა). დატვირთულობიდან გამომდინარე, მიწოდებას შესაძლოა 1-2 სამუშაო დღე დასჭირდეს, ხოლო რეგიონებში 3-5 დღე.
ტარიფები:
თბილისი — 6 ლარი
რეგიონები — 10 ლარი.
შეკვეთა შეგიძლიათ გააფორმოთ ჩვენს ვებგვერდზე, ეს არის ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო გზა.
გადახდის მეთოდები:
- ონლაინ: ნებისმიერი საბანკო ბარათით;
- გადმორიცხვით: ამ შემთხვევაშ მოგვწერეთ პირადად
- ადგილზე: ნაღდი ანგარიშსწორებით კურიერთან (მონიშნეთ შესაბამისი ველი შეკვეთისას).
თუ პროდუქტი ახლავე გჭირდებათ, შეგიძლიათ ისარგებლოთ Wolt-ის აპლიკაციით.
გაითვალისწინეთ: ვოლტზე ნაშთები შეზღუდულია. თუ სასურველი პროდუქტი იქ არ დაგხვდებათ, გააფორმეთ შეკვეთა ჩვენს ვებგვერდზე და მას მომდევნო სამუშაო დღესვე გამოგიგზავნით.