დღეს, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი საუზმისათვის ირჩევს უდანამატო, ნატურალურ პროდუქტებს, რომელებიც სავსეა ჯანსაღი ცხიმებითა და ცილებით.
არაქისის კარაქი და ნუშის კარაქი სწორედ ასეთი საუზმის იდეალური ელემენტები არიან. გემრიელი, სასარგებლო და მარტივი მოსამზადებელი.
გთავაზობთ 5 სწრაფ და ჯანსაღ რეცეპტს, რომელიც თქვენს დილას სიჯანსაღით და ენერგიით აღავსებს.
1. 🍞 Peanut Butter & Jelly ტოსტი — კლასიკა
ინგრედიენტები:
-
1 ნაჭერი ტოსტის პური
-
1 სუფრის კოვზი არაქისის კარაქი
-
1 ჩაის კოვზი სახლში მომზადებული ჟოლოს ჯემი (ჟოლოს ნაცლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ჯემი)
მომზადება:
შებრაწეთ პური ტოსტერში, გადაუსვით არაქისის კარაქი, დაამატეთ ჯემი.
შეავსეთ ჭიქა ჩაით ან ყავით და მიიღეთ სწრაფი, ცილებით და ჯანსაღი ცხიმებით მდიდარი საუზმე.
2. 🍌 ბანანის რულეტი ნუშის კარაქით
ინგრედიენტები:
-
1 ლავაში ან ტორტილა
-
1 ს.კ. ნუშის კარაქი
-
1 პატარა ბანანი
-
დარიჩინი სურვილისამებრ
მომზადება:
გადაუსვით ნატურალური ნუშის კარაქი ტორტილაზე/ლავაშზე, ჩადეთ ბანანი, მოაყარეთ დარიჩინი და გადაახვიეთ რულეტივით. ჩადეთ ტოსტერში და მობრაწეთ.
3. 🥣 შვრიის ფაფა არაქისის კარაქით და კენკრით
ინგრედიენტები:
-
½ ჭიქა შვრია
-
1 ჭიქა რძე (მცენარეული რძე უფრო უხდება)
-
1 ს.კ. არაქისის კარაქი
-
მოცხარი, ჟოლო ან მაყვალი
მომზადება:
მოამზადეთ შვრია რძესთან ერთად, როცა მზად იქნება, ჩაამატეთ არაქისის კარაქი, მოაყარეთ კენკრა.
ეს არის ენერგიის წყარო ჯანსაღი ცხიმებითა და ბოჭკოებით.
4. 🥞 ჯანსაღი ბლინები არაქისის კარაქით
ინგრედიენტები:
-
1 ჭიქა შვრიის ფქვილი (ან ბლენდერით დაფქული შვრია)
-
1 მწიფე ბანანი
-
1 ცალი კვერცხი
-
½ ჭიქა მცენარეული რძე (ნუშის, ქოქოსის ან სოიოს)
-
2 ს.კ. არაქისის კარაქი (100% ნატურალური, დანამატების გარეშე)
-
½ ჩ/კ გამაფხვიერებელი (სურვილისამებრ)
-
დარიჩინი გემოვნებით
-
ცოტაოდენი ქოქოსის ან ნუშის ზეთი შესაწვავად (სურვილისამებრ)
მომზადება:
დააბლენდერეთ ბანანი, კვერცხი, რძე და არაქისის კარაქი. დაამატეთ შვრია, გამაფხვიერებელი და დარიჩინი, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გააცხელეთ ტაფა, წაუსვით მცირეოდენი კარაქი (სურვილისამებრ) და გადმოასხით მიღებული მასა პატარა ულუფებად. მობრაწეთ თითო მხარეს 2–3 წუთით. სურვილისამებრ მოაყარეთ კენკრა ან მოასხით თაფლი, არაჟანი, ნუტელა ან ნებისმიერი რამ, რაც თქვენს წარმოსახვას გაეხარდება❤️
5. 🥤 ენერგეტიკული სმუზი ორივე კარაქით
ინგრედიენტები:
-
½ ბანანი
-
1 ჩაის კოვზი არაქისის კარაქი
-
1 ჩაის კოვზი ნუშის კარაქი
-
1 ჭიქა რძე
-
ყინული, ჩიას თესლი სურვილისამებრ
მომზადება:
ყველაფერი ჩაყარეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ.
გამოვა უგემრიელესი ენერგეტიკული ბომბა, რომელსაც არც შაქარი აქვს და არც არაფერი ზედმეტი.