მარხვა უფრო მარტივი და ცილებით სავსეა ჩვენთან ერთად!

მარხვა უფრო მარტივი და ცილებით სავსეა ჩვენთან ერთად!

მარხვის დროს ბევრს გვიჭირს ძალის შენარჩუნება, დანაყრება და ცილის მიღება, რადგან ცხოველური პროდუქტები ამ პერიოდში იკრძალება.

მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა შენს მენიუში ჩნდება სამი ნატურალური გმირი:
არაქისის კარაქი, ნუშის კარაქი და ქეშიუს კარაქი.

ეს სამივე კარაქი 100% ნატურალურია, დამზადებულია მხოლოდ თხილეულისგან და არ შეიცავს არც შაქარს, არც პალმის ზეთს, არც დანამატებს.

მხოლოდ სუფთა ენერგია და მაღალი ხარისხის ცილა — რაც მარხვაში იშვიათად გვხვდება.

არაქისის კარაქი ყველაზე მაღალი ცილით გამოირჩევა — თითქმის 25-30 გრამამდე ცილა 100 გრამ პროდუქტში.
ნუშის კარაქი მეორე ადგილზეა — დაახლოებით 21–25 გრამი ცილა, პლუს ვიტამინი E და მაგნიუმი.
კეშიუს კარაქი კი ოქროს შუალედია — რბილი გემოთი, მსუბუქი ტექსტურით და ~18–20 გ ცილით.

შეუდარებელია მათთვის, ვინც მარხვას იცავს, მაგრამ არც ენერგიის დეფიციტი უნდა და არც სისუსტე.


💡გემრიელი სამარხვო რეცეპტები:

 

 

🥣 1. სამარხვო შვრიის ფაფა ჩვენი კარაქით და ხილით

ინგრედიენტები:

მომზადება:
შვრია და რძე აადუღე, როცა გასქელდება – ჩაამატე კარაქი და აურიე. ზემოდან მოაყარე ხილი.

 

🥪 2. სამარხვო ტოსტი კარაქით და ვაშლით

ინგრედიენტები:

მომზადება:
გააცხელე პური ტოსტერში, წაუსვი კარაქი, დაალაგე ვაშლის თხელი ფენები და მოაყარე დარიჩინი.

 

 

🥤 3. ენერგეტიკული ბურთულები

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა შვრია

  • ½ ჭიქა ქეშიუს, არაქისის ან ნუშის კარაქი

  • 2 ს.კ. სელის ან ჩიას თესლი

  • 1 ს.კ. თაფლი ან ხურმის პასტა (სურვილისამებრ)

  • ცოტაოდენი წყალი ან ქოქოსის რძე

მომზადება:
აურიე ყველაფერი, შექმენი ბურთულები და შედე მაცივარში 20–30 წუთით.